Saturday, April 5, 2014

მეცხრე დღე

დღეს დავასრულეთ ტრენინგები-სახელწოდებით პროექტები. მოვაწესრიგეთ პორტფოლიო.გავიმეორეთ გავლილი მასალა.თავი მოვუყარეთ ნამუშევრებს,გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია.ამ პროექტმა ნათლად დაგვანახა პროექტების არსი თუ რამდენად მნიშვნელოვანია.ამ ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა.ტრენერმა დიდი შრომა გასწია ჩვენი განვითარებისთვის სასწავლო პროექტებში.

Sunday, March 30, 2014

მერვე დღე

ეს დღე იყო ძალიან დატვირთული,ვიმუშავეთ დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. გავეცანით მოდული 6.განვიხილეთ პედაგოგიური პრაქტიკა:მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებების გათვალისწინება.პროექტზე დაფუძნებული სწავლება.ვისწავლე ახალი ბლოგების შექმნა, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და სიახლე იყო.

Saturday, March 29, 2014

მეშვიდე დღე

დღეს ჩვენ განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება.უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად,რაც ჩემთვის იყო სიახლე.განვიხილეთ მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში და შეფასების სტრატეგიები.

Sunday, March 23, 2014

მეექვსე დღე

მეექვსე დღე იყო ძალიან დატვირთული. ჩვენ ვიმუშავეთ შეფასების სქემის შინაარსზე.გავაკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი.განვიხილეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა.ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,გავაკეთეთ slide-show-ები.განვიხილეთ სასწავლო პროცედურები.

Friday, March 21, 2014

მეხუთე დღე

მეხუთე დღე საინტერესო იყო იმით,რომ გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო,განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გეგმა,დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.დავიწყეთ სლაიდების შექმნა.

Saturday, March 8, 2014

მეოთხე დღე

დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით,რომ ტრენერის დახმარებით გავეცანით მე-2 მოდულის,მე-3 აქტივობას. განვიხოლეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები.გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასებას.შევავსეთ სასწავლო გეგმის შაბლონი.განვიხილეთ Google-drive-ში მუშაობა და ასე შემდეგ.

მესამე დღე

მესამე დღე საინტერესო იყო იმით,რომ განვიხილეთ სასწავლო გეგმა,ვიმუშავეთ სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე ეროვნული გეგმის სტანდარტის გამოყენებით.ასევე ჩავწვდით პროეკტის არსს,რომელიც 21-საუკუნის უნარ ჩვევაზეა გათვლილი.